ჩემ შესახებ
მე,ნუნუ ქუსიკაშვილი დავიბადე სიღნაღის რაიონში,სოფელ ქვემო ბოდბეში 1949 წელს. ბოდბის საშუალო სკოლა დავამთავრე 1966 წელს ოქროს მედალზე. ამავე წელს ჩავირიცხე ი.გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და დავამთავრე 1970 წელს წარჩინებით.
ამავე წელს დავიწყე მუშაობა აღნიშნულ ინსტიტუტში მათემატიკის კათედრაზე.ვკითხულობდი ლექციებს.ჩავაბარე საკანდიდატო მინიმუმის საგნები,ვმუშაობდი თემაზე პროფესორ ელენე ობოლაშვილთან ერთად.(პირველი ქართველი მათემატიკოსი პროფესორი ქალი)
1984 წლიდან 2007 წლამდე ვმუშაობდი ბოდბის საჯარო სკოლაში. 2007 წლიდან 2010 წლამდე ვმუშაობდი თბილისში კერძო სკოლა-,,პრომეთე"-ში, ხოლო 2010 წლიდან დღემდე ვმუშაობ ბოდბის საჯარო სკოლაში. ჩემი მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.(,,კინგსი", ,,ევერესტი", ,,კენგურუ") და აღწევენ შედეგებს. ჩემი მოსწავლე თეონა კოჭლამაზაშვილი მოხვდა ,,ევერესტის" ოქროს ათეულში 2016- 2017 სასწ.წ.-ს წლების განმავლობაში ჩემი მოსწავლეები ღებულობენ პირველი ხარისხის დიპლომებს მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში.( ეკა ცივქარაშვილი,მარიამ წიკლაშვილი, ვანო ქოქიაშვილი და ა. შ.)
,,ეტალონში" გამარჯვებული იყო ჩემი სამი მოსწავლე : თამარ მაჭარაშვილი, შორენა კოჭლამაზაშვილი, ლიკა ბაღაშვილი.(არცერთი სკოლიდან არ იყო გამარჯვებული ორზე მეტი მოსწავლე) ამასთან შორენა კოჭლამაზაშვილმა მოიპოვა პარიზის საგზური საერთაშორისო ოლიმპიადა ,,კენგურუში" გამარჯვებისთვის, რითაც მონაწილეობა უნდა მიეღო საერთაშორისო მათემატიკურ ორკვირიან შეხვედრებში თავის თანატოლებთან ერთად.

Комментариев нет:
Отправить комментарий