მე მიყვარს მათემატიკა

                                     2017-2018 სასწ, წ.         

                             რა უთქვამთ მათემატიკაზე

        მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია
                                                      /  გაუსი/
       მათემატიკას აქვს სილამაზე, როგორც ხელოვნებასა და პოეზიას.
                                                      /  ჟუკოვსკი/
        მათემატიკა არის ენა, რომელიც ერთნაირადაა გასაგები ყველა ეროვნების ადანმიანისათვის.
        მათემატიკა ყველაზე უმოკლესი გზაა დამოუკიდებელი აზროვნებისაკენ.
        მათემატიკა  არის უსასრულობის ერთიანი სიმფონია.
        ბუნების უდიდეს წიგნს მხოლოდ ის წაიკითხავს,ვინც იცის ენა რომელზედაც იგია დაწერილი და ეს ენა მათემატიკაა.
        მათემატიკა ცოცხალი ორგანიზმია.
        ადამიანის არცერთ გამოკვლევას არ შეიძლება ეწოდებოდეს ჭეშმარიტი მეცნიერება,თუ მან არ გაიარა მათემატიკური მტკიცებები.
                                                                /ლეონარდო და ვინჩი/
        რომ  შეიძლებოდეს ხელახლა დამეწყო სწავლა, მე მივყვებოდი პლატონის მოწოდებას, დავუფლებოდი მათემატიკას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს და მისთვის ჭეშმარიტია მხოლოდ ის,, რომელიც არის შედეგი უკვე დამტკიცებულისა.
                                                             /გალილეი/
      მათემატიკა არის ხელოვნება, რომლის ხერხების  გამოყენებითაც მცირდება ადამიანის შრომა.
                                                             /დაკარტი/
       განსაკუთრებით მომხიბლავია მათემატიკა თავისი მომხიბვლელობითა და სიცხადით.
                                                        
                                                               /დეკარტი/
      დიახ, მათემატიკა ეს არის ჩემი ძველი სიყვარული, ჩემი ყველაზე საიმედო შეყვარებული.
                                                                      /დალამბერი/
    მათემატიკოსი ,რომელმაც ზუსტად იცის მოქმედ  ძალთა თვისებები, ამტკიცებს, რომ ყოველი მოლეკულა მოძრაობს ზუსტად ისე ,როგორც უნდა მოქმედებდეს და მას არ შეუძლია სხვანაირად.
                                                                   /გოლბახი/
    მათემატიკა არის ისეთი მეცნიერება, რომელიც გვიჩვენებს,თუ ცნობილიდან როგორ მივიღოთ ჯერ კიდევ უცნობი.
                                                                      /ანიჩკოვი/
     დიდი მათემატიკოსის კ.ფ. გაუსი მათემატიკას უწოდებდა მეცნიერებათა დედოფალს.მათემატიკა კეთილი ფერიაა, რომელსაც სჭირდება არა ჯადოსნური ჯოზი. არამედ საიმედო და ზუსტი ინსტრუმენტები, მათემატიკური მეთოდები.
                                                                        /პეტროვსკი/
    მათემატიკა არის მეცნიერება გაზომვათა შესახებ. ყველაფერი, რაც კი არსებობს ბუნებაში, ყველაფერი დაქვემდებარებულია  გაზომვის აუცილებელ პირობას: ყოველ ორ განსხვავებულ სიდიდეს უნდა ახასიათებდეს ორი განსხვავებული რიცხვი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იქნება ბუნდოვანი და არაზუსტი.
                                                                          /ლობაჩევსკი/
     მათემატიკა მიეკუთვნება ისეთ მეცნიერებათა რიცხვს, რომლებიც თავისთავად ნათელნი არიან.
                                                                           /იაკობი/
     მათემატიკა აარის კანონების ერთობლიობა რაოდენობრიობის,გეომეტრიული სზეულების მიმართ და ა.შ.
                                                                                /ჩერნიშევსკი/
    მათემატიკა უდიდესი მეცნიერებაა,რომელიც არის ადამიანის ტვინის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი.
                                                                                /პისარევი/
    მათემატიკა ეს არის საუკეთესო და ერთადერთი შესაძლებლობა ბუნების შესწავლისათვის.გეომეტრიისა და ალგებრის გარეშე შეუძლებელია მექანიკის შესწავლა. გეომეტრიის, ალგებრის. მექანიკის გარეშე შეუძლებელია ასტრონომიის შესწავლა. გეომეტრიის, ალგებრის, მექანიკის ,ასტრონომიის გარეშე შეუძლებელია ფიზიკის და ფიზიკური გეოგრაფიის შესწავლა.
                                                                             /პისარევი/
   მათემატიკაში უნდა დავიმაზსოვროთ არა ფორმულები, არამედ ამ ფორმულებიდან გამომდინარე ცხოვრებისეული შედეგები.
                                                                              /ერმაკოვი/
     მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გამიტაცა მათემატიკამ,ვიდრე ფილოსოფიამ და ცემთვის არის იგი მეცნიერება, რომელიც წინ მიშლის ახალ ჰორიზონტებს.
                                                                              /კოვალევსკაია/
    მე ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე იმ დღემდე, როცა მათემატიკამ მოიცვა ფართო მასები. მე მოხარული ვარ, რომ მოხუცებულობის ჟამს მე შემიძლია სარგებლობა მოვუტანო ჩემს დიდ სამშობლოს,
                                                                               /კისელევი/
    მათემატიკა მიეკუთვნება იმმეცნიერებათა რიცხვს,რომელთათვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლოგიკურ აზროვნებას და განზოგადების უნარს. ეს არის მეცნიერება, რომელიც თვალსაცინოდ გვიჩვენებს თეორიის კავშირს პრაქტიკასთან.
                                                                                  /კრუპსკაია/
    მათემატიკას წესრიგში მოჰყავს აზროვნება და აჩვევს ტვინს ლოგიკურ აზროვნებას. ამბობენ,რომ მათემატიკა ეს არის ტვინის ვარჯიში. ყველას თავს შეუძლია აზროვნება,მაგრამ ამ აზრებს უნდა მოწესრიგება, წესრიგში მოყვანა, მიმართულების მიცემა.აი, მათემატიკა თქვენ დაგეხმარებათ ამ ამოცანის გადაწყვეტაში. რომელი მეცნიერებაც არ უნდა შეისწავლოთ, რომელ უმაღლეს სასწავლებელშიც არ უნდა სწავლობდეთ, რომელ სფეროშიც არ უნდა მუშაობდეთ, თუ თქვენ გინდათრომ რაიმე კვალი დატოვოთ, მიტომ აუცილებელია მათემატიკის ცოდნა. თუ თქვენ გინდათ მონაწილე გახდეთ დიდი ცხოვრების, მაშინ შეავსეთ თქვენი თავი მათემატიკით,სნამ ამის შესაძლებლობა გაქვთ. ის გაგიწევთ უდიდეს დახმარებას თქვენს მუშაობაში.
                                                                                   /კალინინი/
    ყველა მეცნიერებებს შორის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს მათემატიკა; ამის  ერთადერთი  საფუძველია ის გარემოება, რომ მისი დებულებები არის აბსოლუტურად  სარწმუნო და სანდო.
                                                                                     /აინშტაინი/
   უდიდდესი მნიშვნელობა მათემატიკისა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ამყარებს წესრიგს იმ ქაოსში, რომელიც ჩვენს ირგვლივაა.
                                                                                    /  ვინერი/
     მათემატიკა -ეს ახალგაზრდობის მეცნიერებაა, სხვანაირად არც შეიძლება, რადგან მათემატიკის მეცადინეობა ეს არის ტვინის ვარჯიში, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდისთვისაა შესაძლებელი.
                                                                                    / ვინერი/
     გეომეტრიის ელემენტარული ცოდნა და ფორმულებით სარგებლობა აუცილებელია ყველასთვის, კვალიფიციური მუშისთვისაც.
                                                                                    /კოლმოგოროვი/
      ვინც ბავშვობიდანვე ეუფლება მათემატიკას,  ამით მას უვითარდება მეტად ყურადღება, ავარჯიშებს თავის ტვინს,ეზრდება მას ნებისყოფა და მიზანთან მიღ წევის შეუპოვრობის სურვილი.
                                                                                            /მარკუშევიჩი/
       მათემატიკა ეს არის მეცნიერება, როგორც მრავალწლოვანი მუხა, მას ისეთი ძლიერი ტოტები აქვს, რომ არ არის მათემატიკოსი, რომელიც  მთლიანობაში მტელ მათემატიკას ფლობდეს, იგი ირჩევს  ერთ-ერთ ტოტს.
                                                                                                   /მარკუშევიჩი/
       არს მეცნიერება, რომლის გარეშეც შეუძლებელია სხვა მეცცნიერებების არსებობა, ესაა მათემატიკა.მას აქვს ისეთი ენა, სიმბოლოები, რომლებითაც ამბობენ , წერენ, ფიქრობენ სხვა მეცნიერებები. იგი ხსნის რთულ მოვლენებს შორის კანონზომიერებებს, დაჰყავსსსსს იგი მარტივ ელემენტარულ მოვლენებზე.
                                                                                                      /სობოლევი/
        მათემატიკა ეს არის  ,,დედოფალი და მოსმსახურე" ყველა დანარჩენი მეცნიერებებისა, იგი გვკარნახობს კაცობრიობის აზროვნების ახალ გზებს.
                                                                                                    /სობოლევი/
       მათემატიკა- ამბობს პუანკარე- ესაა ხელოვნება- სხვადასხვა საგანს ვუწოდოთ სხვადასხვა საგანს ერთიდაიგივე სახელი.
                                                                                                   /სოიერი/
     მათემატიკა ყველა მეცნიერებებს შორის პირველია და სასარგებლო, აუცილებელია სხვებისთვის.
                                                                                                    /ბეკონი/
    სხვა მეცნიერებები აუცილებლად უნდა ეცნობოდნენ მათემატკურ დამტკიცებებს. მათ გარეშე შეუძლებელია სხვა მეცნიერებათა შესწავლა. ზოგერთი კონკრეტული საკითხის შესწავლსას არ გამოიყენებს  მათემატიკას, დაინახავს, რომვერ მიაღწევს მეცნიერებათა მწვერვალებს მათემატიკის გარეშე.
                                                                                                      /ბეკონი/
     უპრველეს ყოვლისა ავიღოთ მათემატიკა. მისი ძირითადი განყოფილება, რომელსაც საქმე აქვს ციფრებთან, არის დამხმარე ყოველგვარი აზროვნების პროცესში.
                                                                                                     /სპესნერი/
     ლობაჩევსკი ამბობდა:პოეტი თავისდსუნებურად ხელმძღვანელობს მათემატიკის კანონებით.
                                                                                                        /   მიხაილოვი/
     ვითარდება მათემატიკა, ვითარდება გამოყენებითი მექანიკაც.
                                                                                                        /ჩერნიშევსკი/
     მათემატიკა ძირითადი მეცნიერებაა,იგი ზრდის მთელ რიგ  მეცნიერებებს. მათემატიკის სფუძვლიანი ცოდნა აადვილებს გამოყენებითი მეცნიერებების დაუფლებას.
                                                                                                  /კრუპსკაია/
     ცხოვრება ლამაზდება ორი რამით: მათემატიკის მეცადინეობით და მისი სწავლით.
                                                                                                /პუასონი/
      მათემატიკოსი ხანდახან გახარებულია, როც ბოლოს და ბოლოს  ესა ტუის პრობლემა გადაწყდება. მას ამდროს იგივე გრძნობა უჩნდება, როგორც მხატვარს  ან მუსიკოსს, რომელმაც ახალი ორიგინალური რამ შექმნა. ის, ვისაც არ განუცდია ასეთი რამ, არ შეიძლება იყოს მათემატიკოსი.
                                                                                              /  მორდელი/
       ადამანი არის წილადი. მისი მრიცხველია მისი ღირსებები, ხოლო მნიშვნელი,თუ როგორ აფასებს თავის თავს. რაც უფრო გაიზრდება ღირსებები, ანუ მრიცხველი და შემცირდება  მნიშვნელი, ე.ი. წარმოდგენა თავის თავზე ამით იგ მიუახლოვდება სინამდვილეს. ამით გაიზრდება წილადის სიდიდე.
                                                                                             /ტოლსტოი/
      ალგებრა მათემატიკის რთული ნაწილია, მაგრამ სასარგებლო, რომელიც გვეხმარება მათემტიკის ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაში, მას უწოდებენ გენერალურ არითმეტიკას. ალგებრა არაბული წარმოშობის სიტყვაა- ალჯებრ- და აღდგენას ნიშნავს.
                                                                                                    /კანტემირი/

  რა ვიცით მათემატიკური სიმბოლოების შესახებ?

                ტოლობის ნიშანი შემოიღო ინგლისელმა მეცნიერმა რიკორდმა 1557 წელს.

                წილადის აღნიშვნა შემოიღო იტალიელმა მეცნიერმა ფიბონაჩიმ 10202 წელს.

                უტოლობის ნიშანი შემოღო ინგლისელმა მეცნიერმა ჰარიოტმა 1631 წელა.

               გაყოფის ნიშანი შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ლაიბნიცმა 1684 წელს.

              ციფრების ნაცვლად ასოების ხმარება დაიწყო XVI საუკუნეში ვიეტას მიერ.

              მძიმის დასმა ათწილადში მთელი ნაწილის შემდეგ შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა კეპლერმა.

              არითმეტიკამ თანამედროვე სახე მიიღო დაახლოებით XVI  საუკუნეში.

             ტერმინი  ,,ირაციონალური" ეკუთვნის ტომას  ბრედვარდინს (1290- 1349 წწ) ის არის ევროპელ ავტორებს შორის ტრიგონომეტრიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი.

          ,,ირაციონალური რიცხვის" ცნების საქმეში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგაXVI საუკუნეში გამოჩენილმა ალგებრაისტმა შტიფელმა.(1487- 1567 წწ)

          პერიოდული ათწილადების საკითხი პირველად განხილული იყო ინგლისელი მათემატიკოსის ვალისის მიერ.

         ათწილადები შემოვიდა XVI საუკუნეში სიმონ სტევინის მიერ.

        

        π- ს აღნიშვნა შემოიღო ეილერმა 1736 წელს.

        x, y, z -ით ცვლადების , ანუ უცნობების აღნიშვნა შემოიღო დეკარტემ 1637 წელს.

       ვექტორის აღნიშვნა შემოიღო კოშიმ 1853 წელს.

        ,,+" და   ,,-"    შემოიღეს გერმანელმა მათემატიკოსებმა  XV  საუკუნეში.

        ,,."- ით გამრავლების ნიშანი შემოიღო   ლაიბნიცმა 1698   წელს.

         ,,:"- ით  გაყოფის ნიშანი შემოიღო ლაიბნიცმა 1684 წელს.

        ხარისხების აღნიშვნა შემოიღო დეკარტემ 1637 წელს.

         ფესვების აღნიშვნა შემოიღო რუდოლფმა 1525 წელს.

         ლოგარითმის აღნიშვნა შემოიღო კეპლერმა 1624 წელს.

         სინუსის აღნიშვნა შემოიღო კავალერიმ 1632 წელს. 

        კოსინუსის აღნიშვნა შემოიღო ეილერმა 1748 წელს.

        ტანგენსის აღნიშვნა შემოიღო 177753 წელს.

         არკსინუსის აღნიშვნა შემოიღო ლაგრანჟმა 1772 წელს. 

       დიფერენციალის აღნიშვნა შემოიღო ლაიბნიცმა 1675 წელს.

       ინტეგრალის აღნიშვნა შემოიღო ლაიბნიცმა1675 წელს.

       წარმოებულის აღნიშვნა შემოიღო ლაიბნიცმა 1675 წელს.

       განსაზღვრული ინტეგრალი შემოიღო ფურიემ 1819- 1822 წელს.

       სიმბოლოთი ჯამის აღნისვნა შემოიღო ეილერმა 1755 წელს.

       ფაქტორიალის აღნიშვნა შემოიღო კრამპმა 1808 წელს. 

       ზღვრის აღნიშვნა შემოიღო გამილტონმა 1853 წელს.

       ფუნქციის აღნიშვნა შემოიღო ბერნულიმ 1718 წელს.

       f(x)-ით ფუნქციის აღნიშვნა შემოიღო ეილერმა 1734 წელს.

       =-ის ნიშანი შემოიღო რიკორდმა 1557 წელს/

      >-ის  და <-ის ნიშნები შემოიღო ჰარიოტმა 1631 წელს.

      შედარების ნიშანი შემოიღო გაუსმა 1801 წელს.

      პარალელობის ნიშანი შემოიღო ოუტრედმა 1677 წელს.

     მართობულობის ნიშანი შემოიღო ერიგონმა 1634 წელს.
    
     ნატურალური ლოგარითმის ცნება შემოიღო ეილერმა 1736 წელს.

    მოდულის აღნიშვნა შემოიღო ვაიერშტრასმა 1841 წელს.

    დეტერმინანტის აღნიშვნა შემოიღოკელიმ 1841 წელს.

    კვადრატული ფრჩხილების აღნიშვნა შემოიღო იტალიელმა მათემატიკოსმა ბომბელმა, მრგვალი ფრჩხილები- იტალიელმა მათემატიკოსმა ტარტალიამ,   ხოლო ფიგურული ფრჩხილები კი ვიეტამ.

      ვიეტას მიერ შემოღებულ იქნა მუდმივი სიდიდეების  აღნიშვნა თანხმოვნებით, ხოლო უცნობი სიდიდეები ხმოვნებით.(ლათინური ასოებით)

    1637 წლიდან დეკარტეს მიერ შემოღებულ იქნა თანამედროვე ალგებრის აღნიშვნები. მანუცნობი სიდიდეები აღნისნა ლათინური  ანბანის უკანასკნელი ასოებით: x,y, z-ით,ხოლო მოცემული სიდიდეები ანბანის საწყისი ასოებით: a, b, c.

    

     

        









         









       







              

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


     
       
         

  

            გამოჩენილი მათემატიკოსების ბიოგრაფიები

 კარლ ფრიდრიხ გაუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაუსი (მრავალმნიშვნელოვანი).

კარლ ფრიდრიხ გაუსი
იოჰან კარლ ფრიდრიხ გაუსი (გერმ. Johann Carl Friedrich Gauß; დ. 30 აპრილი, 1777, ბრაუნშვაიგი — გ. 23 თებერვალი, 1855, გეტინგენი) — გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოდეზისტი და ფიზიკოსი.

სექციების სია

ახალგაზრდა გენიოსი

ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში გაუსი „მათემატიკოსთა პრინცის“ ტიტულით იყო დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, სკოლაში მათემატიკის ერთ–ერთ გაკვეთილზე, მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა გამოეთვალათ რიცხვთა ჯამი 1–დან 100–მდე. პატარა გაუსმა შეამჩნია, რომ სხვადასხვა ბოლოდან აღებული ყველა წყვილის ჯამი ერთნაირია: 1+100=101, 2+99=101 და ა.შ. ასეთი წყვილი კი სულ 50-ია. ასეთი მსჯელობით მან ძალიან სწრაფად მიიღო საბოლოო შედეგი – 50×101=5050, რითაც მასწავლებლის გაოცება გამოიწვია.
გაუსი წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან იყო, მაგრამ სკოლის პედაგოგები იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ნიჭით, რომელსაც მომავალი მეცნიერი მათემატიკასა და ლინგვისტიკაში ავლენდა, რომ მათ ბრაუნშვაიგის ჰერცოგს მიმართეს თხოვნით, დაეფინანსებინა გაუსის მომავალი სწავლება. ჰერცოგმა დააკმაყოფილა პედაგოგთა თხოვნა და გამოყო სახსრები გაუსის მომავალი განათლებისათვის კაროლინუმის კოლეჯში (Collegium Carolinum, ამჟამად ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი), სადაც ის 1792-1795 წლებში სწავლობდა. კოლეჯში ყოფნის პერიოდში გაუსმა დამოუკიდებლად, ხელმეორედ აღმოაჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორემა. 1795–1798 წლებში გაუსი სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში.
1796 წელი გაუსისთვისაც და რიცხვთა თეორიისთვის ყველაზე პროდუქტიული წელიწადი იყო. ამ წლის 30 მარტს მან ჰეპტადეკაგონის აგების წესი, ხოლო 8 აპრილს კვადრატული ურთიერთდამოკიდებულების კანონი აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი მათემატიკოსებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ ნებისმიერი კვადრატული განტოლების ამოხსნადობა მოდულურ არითმეტიკაში. 31 მაისს მიღებული მარტივ რიცხვთა თეორემა საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ როგორ არის მარტივი რიცხვები განაწილებული რიცხვთა წრფეზე.
1799 წელს ჰელმშტედტის უნივერსიტეტში 22 წლის მათემატიკოსი დოცენტურას იღებს ბრაუნშვაიგში, 1807 წელს – მათემატიკისა და ასტრონომიის კათედრისა და ასტრონომიის ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობას გეტინგენის უნივერსიტეტში. ამ თანამდებობაზე იყო ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.

პირადი ცხოვრება

გაუსის პირადი ცხოვრება დაჩრდილა მისი უზომოდ საყვარელი პირველი მეუღლის, იოჰანნა ოსტჰოფის, ნაადრევმა გარდაცვალებამ 1809 წელს, რასაც მალე მისი ერთ-ერთი შვილის, ლუისის უეცარი სიკვდილიც მოჰყვა. ამ უბედურების შედეგად გაუსი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რისგანაც საბოლოოდ ვერასდროს განიკურნა. მან ხელმეორედ იქორწინა, მისი პირველი მეუღლის მეგობარზე - ფრიდერიკა ვილჰელმინ ვალდეკზე (მინნა), თუმცა მეორე ქორწინება არც თუ ისე ბედნიერი გამოდგა. 1831 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მეორე მეუღლის გარდაცვლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ტერეზა, ოჯახის მოვლას საკუთარ თავზე იღებს. დედამისიც მასთან ერთად ცხოვრობდა 1817 წლიდან გარდაცვალებამდე (1839).
გაუსს ექვსი შვილი ჰყავდა, სამ–სამი თითოეული მეღლისაგან. შვილებიდან ვილჰელმინა იყო ყველაზე ახლოს მამასთან, თუმცა ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

წვლილი მათემატიკაში


"არითმეტიკული გამოკვლევების" თავფურცელი
გაუსის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია პრობლემატიკის არაჩვეულებრივი სიფართოვე, ღრმა ორგანული კავშირი თეორიულ და გამოყენებით მათემატიკას შორის. მისმა შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა რიცხვთა თეორიის, ალგებრის, დიფერენციალური გეომეტრიის, მათემატიკური ანალიზის, ალბათობის თეორიის, მსოფლიო მიზიდულობის თეორიის, ელექტრობისა და მაგნეტიზმის კლასიკური თეორიის, გეოდეზიის, თეორიული ასტრონომიის მრავალი დარგის განვითარებაზე. მართალია თვითონ გაუსს არ მიუღია მონაწილეობა მათემატიკური ანალიზის მკაცრი დაფუძნების დამუშავებაში (ამ საკითხს მაშინ ოგიუსტენ ლუი კოში იკვლევდა), მაგრამ მისმა შრომებმა მათემატიკის მრავალ დარგში გაზარდა მოთხოვნილება დამტკიცებათა ლოგიკური სიზუსტისადმი.

არითმეტიკული კვლევები

რიცხვთა თეორიაში გაუსის პირველმა დიდმა თხზულებამ „არითმეტიკულმა გამოკვლევებმა“ (1801) ას წელზე მეტი ხნით განსაზღვრა მათემატიკის ამ დარგის განვითარება. ამ შრომაში გაუსმა საფუძვლიანად დაამუშავა შედარებითი თეორია, დაამტკიცა რიცხვთა თეორიის ერთ–ერთი ცენტრალური თეორემა – კვადრატულ ნაშთთა შექცევადობის კანონი, რომლის დამტკიცებას დიდხანს ცდილობდნენ იმ დროის უდიდესი მათემატიკოსები. ახლებურად, დაწვრილებით გადმოსცა ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის მიერ აგებული კვადრატულ ფორმათა არითმეტიკული თეორია. კერძოდ, ზედმიწევნით დაამუშავა კვადრატულ ფორმათა კლასებისა და გვარების კომპოზიციის თეორია. ამ მიმართულებით გაუსის გამოკვლევები პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია ალგებრულ რიცხვთა ველების არითმეტიკის აგებაში. გაუსმა დაადგინა კავშირი წრის დაყოფის განტოლებასა და წესიერი მრავალკუთხედის აგების თეორიას შორის. ძვ. ბერძენი მათემატიკოსების შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ საკითხში, სახელდობრ, იპოვა n-ის ყველა ის მნიშვნელობა, რომელთათვისაც წესიერი n–კუთხედის აგება შეიძლება მხოლოდ ფარგლის და სახაზავის საშუალებით. მან შეძლო ჩვენება იმისა, რომ ფარგლის და სახაზავის საშუალებით შეიძლება მხოლოდ იმ n–კუთხედების აგება, სადაც n ე.წ. ფერმას რიცხვია, ან ფერმას განსხვავებული რიცხვების ნამრავლია. ამგვარად შეძლო მან წესიერი 17–კუთხედის აგება ფარგლითა და სახაზავის საშუალებით. ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო თვით გაუსისთვის, რომ ანდერძის თანახმად მის საფლავზე წესიერი 17–კუთხედი გამოკვეთეს. წრის დაყოფის თეორიასთან დაკავშირებით გაუსმა გამოიკვლია განსაკუთრებული ტრიგონომეტრიული ჯამები, რომლებსაც ამჟამად გაუსის ჯამები ეწოდება.

ასტრონომია

ასტრონომიაში გაუსი უმთავრესად მცირე პლანეტათა ორბიტების განსაზღვრის პრობლემებზე მუშაობდა, იკვლევდა ამ პლანეტების შეშფოთებებს. როგორც ასტრონომმა სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც შეიმუშავა სამი დაკვირვების საშუალებით პლანეტათა ელიფსური ორბიტების განსაზღვრის მეთოდი, რომელიც წარმატებით გამოიყენა პირველად აღმოჩენილი მცირე პლანეტების – ცერერას და პალადას მიმართ. გაუსმა შექმნა (1794–1795) და ასტრონომიული და გეოდეზიური გამოთვლების საშუალებით დაამუშავა (1821–1823) უმცირეს კვადრატთა მეთოდი, გამოიკვლია განაწილების ნორმალური წირების მნიშვნელობა ალბათობის თეორიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ასტრონომიულ გამოთვლებთან დაკავშირებით გაუსი შეუდგა უსასრულო მწკრივთა კრებადობის საკითხის გამოკვლევას, რასაც მოჰყვა ე.წ. ჰიპერგეომეტრიული მწკრივის შესწავლა (1812).

წვლილი ფიზიკაში


გაუსის ქანდაკება ბრაუნშვაიგში
თეორიულ ფიზიკაში გაუსმა ვებერთან ერთად შექმნა ერთეულთა აბსოლუტური სისტემა, რომელშიც ძირითად ერთეულებად გამოიყენა: დროის ერთეული – წამი, მასის – მილიგრამი, სიგრძის – მილიმეტრი. 1833 წელს გერმანიაში ააგო პირველი ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი. 1835 წელს გეტინგენის ასტრონომიულ ობსერვატორიასთან დააარსა მაგნიტური ობსერვატორია. გაუსმა დაამუშავა პოტენციალის თეორიის საფუძვლები (1834–1840). მან დაადგინა უმცირესი იძულების პრინციპი (1829) და საფუძველი ჩაუყარა ლინზების სისტემაში გამოსახულების აგების თეორიას (1840). 1839 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი: „მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად მოქმედი მიზიდვისა და განზიდვის ძალების ზოგადი თეორია“, რომელშიც გაუსმა ჩამოაყალიბა პოტენციალის თეორია და დაამტკიცა განთქმული გაუს–ოსტროგრადსკის თეორემა.

სამეცნიერო მემკვიდრეობა

გაუსის მრავალი გამოკვლევა გამოუქვეყნებელი დარჩა და ნარკვევების, დაუმთავრებელი ნაშრომებისა და მეგობრებთან მიწერ–მოწერის სახით შევიდა მის სამეცნიერო მემკვიდრეობაში. მათგან ყველაზე საინტერესოა გაუსის დღიური და მასალა არაევკლიდური გეომეტრიისა და ელიფსურ, კერძოდ, მოდულარულ ფუნქციათა შესახებ. დღიური შეიცავს 146 ჩანაწერს 1796 წლის 30 მარტიდან 1814 წლის 9 ივლისამდე. ეს ჩანაწერები სრულ წარმოდგენას იძლევა გაუსის მეცნიერული მოღვაწეობის პირველ ნახევარზე. ჩანაწერები ძალზე მოკლეა, დაწერილია ლათინურად და ჩვეულებრივ აღმოჩენილი თეორემების არსს გადმოსცემს.

მას მიეძღვნა


გერმანული 10-მარკიანი გაუსის გამოსახულებით.
1989-2001 წლებში მისი პორტრეტი და ნორმალური განაწილების მრუდი გამოსახული იყო გერმნაულ ათ-მარკიან ბანკნოტზე. გერმანიამ ასევე გამოუშვა გაუსისადმი მიძღვნილი სამი საფოსტო მარკა. პირველი მარკა გამოიცა 1955 წელს მისი სიკვდილიდან 100 წლის თავზე, დანარჩენი ორი კი 1977 წელს, მისი დაბადების 200 წლისთავთან დაკავშირებით.
ვალდო დუნინგტონი მრავალი წლის განმავლობაში გაუსის მოწაფე იყო. მას ეკუთვნის გაუსზე დაწერილი მრავალი სტატია და ბიოგრაფია: „კარლ ფრიდრიხ გაუსი: მეცნიერები ტიტანი“. ეს წიგნი ხელახლა გამოიცა 2003 წელს, პირველი გამოცემიდან 50 წლის შემდეგ.
ასევე მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაერქვა გაუსის სახელი, ისევერ როგორც ასტეროიდს 1001 გაუსია.

გაუსის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა
კანადის საშუალო სკოლებში ყოველწლიური ეროვნული კონკურსი (ოლიმპიადა) მათემატიკაში, რომელსაც მათემატიკასა და გამოთვლით მეცნიერებაში განათლების ცენტრი უძღვება გაუსის სახელს ატარებს.

გაუსის სახელთან დაკავშირებული ტერმინები

რესურსები ინტერნეტში

პითაგორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პითაგორას ბიუსტი კაპიტოლიუმის მუზეუმში, რომი.
პითაგორა (ძვ. ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος; დ. ~ძვ. წ. 580 — ძვ. წ. 500) — ძველი ბერძენი, იონიელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია „პითაგორას თეორემით“, რომელიც მის სახელს ატარებს.
ცნობილია როგორც „რიცხვთა მამა“, პითაგორას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიურსა და რელიგიურ სწავლებაში ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ლეგენდებისა და გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული და ამგვარად რთულია დარწმუნებით მასზე ზუსტი ინფორმაციის მოყვანა. პითაგორასა და მის მოწაფეებს სწამდათ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე მიიჩნევდნენ, რომ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის გასაზღვრით.

ბიოგრაფია

პითაგორა დაიბადა სამოსში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. მამამისი მნესარხი მოხსენიებულია, როგორც სამოსში მცხოვრები, მაგრამ ბევრი ვერსია მიუთითებს, რომ პითაგორა დაიბადა ფინიკიაში ან სიდონში. ითვლება, რომ მნესარხი არის ფინიკიელი, რომელმაც მიიღო სამოსის მოქალაქეობა, ან პირიქით - ბერძენ ვაჭრად, რომელიც ცოლ პიფაიდასთან ერთად გადავიდა ფინიკიაში, სადაც გახდა მამა. სახელი მან მიიღო მის შემდეგ, რაც დელფიის წინასწარმეტყველმა პითეა იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს "ის ვიზეც იწინასწარმეტყველა პითეამ")
ასევე არსებობს ნაკლებად ცნობილი პითაგორას დაბადების სამი ვერსია: ის არის ტირელი (ანუ ეტრუსკი) ან ქალაქ ფლიუნტა და მეტაპონტას მაცხოვრებელი. ასევე არსებობდა ძველი მწერლების ვერსია, რომლებიც ამბობდნენ, რომ პითაგორა იყო ღმერთ აპოლონის შვილი.
ყველა ეს ვერსია ჩვენამდე მოვიდა მწერლებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ პითაგორას სიკვდილიდან 600-700 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მწერლების უმეტესობა ეყრდნობა უფრო ძველი მწერლების ვერსიებს, პითაგორას თანამედროვეებზე ინფორმაცია არ არის.

შრომები

პითაგორას დიდი წვლილი მიუძღვის მათემათიკის და ასევე მუსიკის განვითარებაში.

რესურსები ინტერნეტში



ევკლიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევკლიდე
ევკლიდე ალექსანდრიელი (ბერძნ.: Εὐκλείδης) (დაახ. ძვ. წ. 325—265) — ელინიზმის ეპოქის მათემატიკოსი ალექსანდრიიდან, ეგვიპტე; ცხოვრობდა პტოლემეოს I-ის მეფობის ხანაში (ძვ. წ. 323—283). ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძველი ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს. მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.
ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები პერსპექტივებზე, კონუსურ კვეთებზე, სფერულ გეომეტრიასა და შესაძლოა მეორე რიგის ზედაპირებზე. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

ლიტერატურა

  • DeLacy, Estelle Allen (1963). Euclid and Geometry. New York: Franklin Watts. 
  • Knorr, Wilbur Richard (1975). The Evolution of the Euclidean Elements: A Study of the Theory of Incommensurable Magnitudes and Its Significance for Early Greek Geometry. Dordrecht, Holland: D. Reidel. ISBN 90-277-0509-7. 
  • Mueller, Ian (1981). Philosophy of Mathematics and Deductive Structure in Euclid's Elements. Cambridge, MA: MIT Press. ISBN 0-262-13163-3. 
  • Reid, Constance (1963). A Long Way from Euclid. New York: Crowell. 
  • Szabó, Árpád (1978). The Beginnings of Greek Mathematics, A.M. Ungar, trans, Dordrecht, Holland: D. Reidel. ISBN 90-277-0819-3. 

გიორგი ნიკოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლაძე.

გიორგი ნიკოლაძე
გიორგი ნიკოლოზის ძე ნიკოლაძე (დ. 11 აგვისტო, 1888, დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 5 თებერვალი, 1931, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ–ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე.

სექციების სია

ბიოგრაფია

დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან მ. კურაკოვსა და ი. ბარდინთან. მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში.
1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. იგი მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად. მისი ხელმძღვანელობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აქ ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.

მოღვაწეობა

გიორგი ნიკოლაძეს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მათემატიკაშიც. 1927 წელს შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას, რომელიც მან დაიცვა სორბონაში 1928 წელს, ხოლო პარიზში ცალკე წიგნად გამოვიდა. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სავალდებულო კურსს „ანალიზურ გეომეტრიასა“ და „დიფერენციალურ გეომეტრიაში“. ამ დარგში შექმნა პირველი სახელმძღვანელოები. ავტორია ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
გიორგი ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში. 1912 წელს პეტერბურგის გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე–6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში. 1913 წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, ხოლო 1918 წელს კი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“ თბილისში. 1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს. 1924 წელს დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა — მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

ანდრია რაზმაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Arazmadze.jpg
ანდრია რაზმაძე (12 აგვისტო, 1889, ჩხენიში, საქართველო - 2 ოქტომბერი 1929, თბილისი, საქართველო) — ქართველი მათემატიკოსი, საქართველოში მათემატიკური კვლევის პიონერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მუშაობდა ვარიაციულ აღრიცხვაში.

სექციების სია

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ორი წლით ადრე დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, სადაც გამოავლინა მათემატიკისადმი მიდრეკილება. სულ რამდენიმე თვეში ჩააბარა მე-6-7 კლასების საკმაოდ რთული კურსი (არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია), უმაღლესი მათემატიკის ელემენტებით. ამის გამო, მათემატიკის მასწავლებელმა ურჩია, მოსკოვის უნივერსიტეტში შესულიყო მათემატიკის ფაკულტეტზე. ნიჭიერ ყმაწვილს კი, როგორც რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ამის უფლება არ ჰქონდა. იმ დროს რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ტარტუს უნივერსიტეტი იყო ისეთი უნივერსიტეტი, სადაც გიმნაზიების კურსდამთავრებულებთან ერთად რეალური სასწავლებლებისა და სემინარიების კურსდამთავრებულებსაც იღებდნენ. ანდრია რაზმაძეს კი სწორედ მოსკოვის უნივერსიტეტში სურდა სწავლა, მაგრამ მის სურვილს წინ ეღობებოდა ისიც, რომ ლათინურის კურსი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ გადაწყვიტა, მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ მსმენელად ჩარიცხულიყო. ჩაირიცხა კიდეც 1906 წელს, ხოლო 1907 წლის მაისში ლათინურის გამოცდაც ჩააბარა და იმავე წელს სტუდენტად გადაიყვანეს მათემატიკის სპეციალობაზე.
ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. წაიკითხა რამდენიმე საინტერესო მოხსენება. 1910 წელს ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები: მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია, რიცხვთა თეორია და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია. დაწერა 170 გვერდიანი სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. მიუხედავად ამ წარმატებისა, იგი არ დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად, რადგან მისი გვარი „ძე“-ზე მთავრდებოდა. ანდრია რაზმაძე იძულებული გახდა, რუსეთის პროვინციებში ემასწავლებლა. ქალაქ მურომში მასწავლებლობის დროს დაწერა და ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მათემატიკურ ჟურნალში გამოაქვეყნა გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე.

მეცნიერული მოღვაწეობა

1917 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო იმავე წლის აპრილში - წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატ-დოცენტისა. აქვეყნებდა შრომებს საქართველოსა და საზღვარგარეთის (რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის) მთავარ ჟურნალებში და კონგრესის ანგარიშებში. აღსანიშნავია მისი მოხსენებები მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე (ამერიკა, 1924 წელი), რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე (1926 წ.), მოსკოვის მათემატიკურ საზოგადოებაში (1928 წ.). ბოლო მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში. მის შრომებს დიდ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეცნიერები. ამერიკელი პროფესორი ბლისი, საფრანგეთის მათემატიკური საზოგადოების მაშინდელი პრეზიდენტი პოლ ლევი, რუსი ნ. კრილოვი, იტალიელი ლ. ტონელი და სხვები სთხოვენ პარიზში გადასვლას და იქ მუშაობას. მაგრამ მეცნიერი უარს ამბობს მომხიბვლელ წინადადებაზე, რადგან სურს, წინ წასწიოს ქართული მეცნიერება. 1925 წელს იგი პარიზში ბრწყინვალედ იცავს სადოქტორო დისერტაციას.
ანდრია რაზმაძე ამასთანავე, დიდი პატრიოტიზმითაც გამოირჩევა. იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ქართულ ენაზე პირველმა შეადგინა და გამოსცა მათემატიკის სახელმძღვანელოები. შექმნა ამ დარგის ქართული ტერმინოლოგია. არ უყვარდა ზარმაცი სტუდენტები. ერთ სტუდენტს, რომელიც წიგნიდან იწერდა საკითხებს, საჯაროდ უთხრა:
ვიკიციტატა
„თქვენ არ გაქვთ უფლება, იყოთ უნივერსიტეტის სტუდენტი და არც უნდა გაიაროთ ამ შენობის ახლოს ქუჩაზე.“
ზოგიერთი მეცნიერისგან განსხვავებით, ანდრია რაზმაძე ყოველთვის ცდილობდა, წარმოეჩინა საქართველო. იგი თავის ნაშრომებს ყოველთვის ქართულ ენაზე წერდა, თუმცა შესანიშნავად იცოდა სხვა ენები. 1924 წელს კანადაში ქ. ტორონტოში საერთაშორისო კონგრესზე მოხსენების წაკითხვის შემდეგ საქართველოს განათლების კომისარიატს ატყობინებდა:
ვიკიციტატა
„მე ყველგან ჩაწერილი ვარ, როგორც საქართველოს დელეგატი. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმომედგინა მეცნიერების მხრივ.“
ანდრია რაზმაძე ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ იყო საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მისი წინადადებით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე მაშინ, როცა ბევრი ცნობილი ქვეყანა ამ კავშირის წევრად ჩვენს შემდეგ მიიღეს.

გარდაცვალება

როდესაც ანდრია რაზმაძე 1929 წელს უცხოეთში ახალი მივლინებისათვის ემზადებოდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ წელს ბაკურიანში წავიდა ოჯახთან ერთად, სადაც ავად გახდა. მალე თბილისში წამოიყვანეს. იგი რკინიგზის სადგურში, ვაგონში გარდაიცვალა. დაასაფლავეს დიდუბის პანთეონში, 1989 წელს კი მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.


1 комментарий: